ჩემი მოსწავლეები მესამე კლასში არიან :)
ისინი უკვე მზად არიან ნახონ საკუთარი კლასის ბლოგი დამოუკიდებლად და აქ განთავსებული დავალებები წაიკითხონ და შეასრულონ :)
დღეს მინდა შემოგთავაზოთ ბმულები, სადაც დავით აღმაშენებელზე წარმოდგენილია ინფორმაცია, შედარებით საბავშვო ენაზე :)
ჩემი ნანატრი ოცნება ამიხდა და ახალ წელს შევხვდი დედასთან ერთად თბილისში. ღამით გავედით რუსთაველზე. იქაურობა ათასნაირი ფერებით იყო მორთულ–მოკაზმული. ვიჯექისახელდახელოდ გამართულ ატრაქციონებზე.
12 საათის შემდეგ ჩემი პატარა დეიდაშვილისთვის გამოვიძახეთ თოვლის ბაბუა. თოვლის ბაბუამ არამარტო პატარა გაახარა, არამედ ჩვენც დიდი სიხარულით შევხვდით და უფროსებშიც დიდი მოწონება დაიმსახურა.
ის მოულოდნელად ფანჯრიდან შემოვიდა, ისეთი დიდი იყო, რომ მე კიდევაც ვინერვიულე არაფერი დაშავებოდა. ხმაც ნამდვილი თოვლის ბაბუასი ჰქონდა. ჩვენ ერთად ვიცეკვეთ, ვიმღერეთ და ვიმხიარულეთ...მასთან ერთად ვიმეორებდით თოვლის ბაბუას გამოთქმებს და მოძრაობებს. ამაში ყველა ჩართული ვიყავით – პატარებიც და დიდებიც...
ჩემი დეიდაშვილისთვის ეს პირველი ახალი წელი იყო და ის ძალიან ბედნიერი გრძნობდა თავს. თოვლის ბაბუას გვერდიდან არ სცილდებოდა და კიდევაც გაეტირა, როცა თოვლის ბაბუა დაგვემშვიდობა...
მე მჯერავს ეს წელი ასეთივე ბედნიერი იქნება ჩემი ოჯახისთვისაც და მთელი საქართველოსთვისაც.
წინასაახალწლო დღეები ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოდგა. დედამ სუხიშვილების კონცერტზე წამიყვანა ფილარმონიაში. კონცერტზე, თუ წინა რიგებში მოგესურვებათ დაჯდომა 1 ბილეთის ფასი 30 ლარია. თუ უკანა რიგებში – 15–20 ლარი დაგიჯდებათ.
კონცერტი ძალიან საინტერესო და სასიამოვნო სანახავი იყო. ცეკვებში შერწყმული იყო ძველი და ახალი სტილი. ჩემთვის საყვარელი ცეკვა, მაინც აჭარულია.
კონცერტს ესწრებოდნენ ცნობილი ადამიანებიც, მათ შორის სანდრა რულოვსი და დათო ევგენიძე.
ყველა აღტაცებული და აღფრთოვანებული იყო კონცერტით. მხურვალე ტაში არ ცხრებოდა მთელ დარბაზში
მე ბედნიერი წამოვედი კონცერტიდან და თქვენც გირჩევთ ნახოთ მათი ცეკვები. ტელევიზორში ნანახი და დარბაზში ნანახი შთაბეჭდილება მთლად განსხვავდება ერთმანეთისგან.
სოციალური ქსელები რომ პოპულარულია ყველამ ვიცით და ვნახეთ facebook -ზე რომ ნუკრიანში სახალხო რეწვის ფესტივალი იმართებოდა, იქნებოდა კულინარიის ნიმუშები, ფოლკლორი და ბავშვთა ნახატების გამოფენა და ა. შ... ... და წავედით... ამინდი იყო სასწაულად კარგი....
გორიდან გავედით დილის ცხრის ნახევარზე, დაახლოებით 18 მოსწავლე და ამდენივე მშობელი, ორიც მასწავლებელი... თადარიგიანმა მშობელმა ბოდბეში დარეკა და რიგი დავიკავეთ წყალში ჩასვლისთვის (რა აღარ ხდება ამ დალოცვილ საქართველოში, ქართლიდან კახეთში რიგი დავიკავეთ).
12-ის ნახევარზე უკვე წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში ვიყავით.
წყაროზე ბილიკი მონასტრის უკნიდანაც ჩადის, მაგრამ ჩვენ დაგვხვდნენ ავტობუსით (ჩვენ ხომ დარეკილი გვქონდა (ღიმილისსიცილაკი)) და ავტობუსით ჩაგვიყვანეს წყაროზე. რიგიც დაკავებული იყო და უპრობლემოდ დავიწყეთ შესვლა...მაგრამ როოგორც აღმოჩნდა 11 წლამდე არ უშვებდნენ და დაისიეს თვალები ტირლით ბავშვებმა. შემდეგ კი დართეს ნება და ჩაიცვეს სახლიდან საგულდაგულოდ წამოღებული შეკერილი კვართები.
ბოდბედან ნუკრიანში წავედით, ფესტივალი 13 სთ-ზე იწყებოდა ... ბევრ ადამიანს მოეყარა თავი სკოლის ეზოში: წვამდნენ მწვადებს, მღეროდნენ, უკრავდნენ. გამოფენილი ჰქონდათ თექის ნამუშევრები, ბავშვების ნახატები. სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე "მგზავრების" სიმღერას მღეროდნენ 15-16 წლის ბავშვები, ჩონგურის, გიტარის , ტამტამის თანხლებით - ჩვენ ვიცეკვეთ, რათქმაუნდა .
რომ არ ველოდით კახეთში გორელები ვნახეთ. ფესტივალზე ყოფილან მიწვეულები "ხრიტონის" საჩვენებლად. ხრიტონი რა არის და ძველი საბრძოლო ხელოვნებაა.
ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელზეც გამოყენებულ იქნა ახალი ქართული საგანმანათლებლო თამაშის "რწყილი და ჭიანჭველას" ერთ-ერთი ეტაპი, სადაც მოსწავლეებმა დააჯგუფეს წინადადებაში მეტყველების ნაწილები.
თამაში შექმნილია პროექტის "მასწავლებელთა დამხმარე ელექტრონული რესურსების შექმნის" ფარგლებში -ხელმძღვანელი ეკა ჯელაძე - მასწავლებელთა ინფომაციულ-სააკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ტრენინგების კოორდინატორი და მერაბ ლაბაძე. TPDC.ge
რესურსზე მუშაობდნენ პედაგოგები : ნანა ედიშერაშვილი, ნატო მახარობლიძე და ელენე ბეთლემიშვილი, ტექნიკური უზრუნველყოფა ეკუთვნის გედევან მურჯიკნელს.
გაკვეთილის შემდეგ გავაკეთე არაფორმალური პრეზენტაცია ახალი ქართული საგანმანათლებლო თამაშისა "რწყილი და ჭიანჭველა", რომელიც სიამოვნებით ითამაშეს არამარტო მოსწავლეებმა, არამედ მასწავლებლებმაც!
ბავშვებმა, გაკვეთილის დასაწყისში, ჯერ ფერის, ხოლო შემდეგ ფორმის მიხედვით დააჯგუფეს მონაცემები ბავშვებმა. არჩევანი თვითონ გააკეთეს...
ფიგურებს ეწერათ სიტყვები, რომლებიც სხვადასხვა მეტყველების ნაწილებს ეკუთვნოდნენ. ბავშვებმა ახლა ამ ნიშნით სცადეს დაჯგუფება და ჯგუფებიც შეიქმნა.
მოუთმენლად ველოდით ამ დღეს მეც და ბავშვებიც, რადგან ძალიან გვიყვარს, როცა მშობლები კლასის რომელიმე აქტივობაში იღებენ მონაწილეობას (დასასრულს, მათ მოხატეს კვერცხები გამოფენისთვის)... თანაც ვის არ სიამოვნებს, როცა საკუთარ თავს სასიამოვნოდ და საინტერესოდ წარმოაჩენს...(ანუ ბავშვებს სიამოვნებთ)
ჩვენ მოვამზადეთ ინფორმაცია, თუ რა ტრადიციები არსებობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აღდგომის დღესასწაულზე. რას აკეთებენ მეჭონეები და რა სანახაობებს მართავენ. რა ხდება ამ დროს იერუსალიმში და როგორ ეგებება ცეცხლის გარდამოსვლას სრულად მსოფლიოს ქრისტიანული სამყარო (არამარტო მართლმადიდებლები) . ამ ყველაფერზე ჩვენ გვქონდა მომზადებული ფოტოები, რომლებსაც პარარელურ რეჟიმში ვუჩვენებდით პროექტორის მეშვეობით.
სიმღერები და მუსიკალური გაფორმება თაზო ბერიშვილმა ითავა! მან მოამზადა კლასელები სიმღერაში. ასე, რომ მკაცრად ნუ შეგვაფასებთ, ყველაფერი ბავშვების ძალებითაა გაკეთებული.
თაზომ შემოგვთავაზა ერთი ძალიან მაგარი სიმღერა, რომელიც არ შემეძლო მშობლებისთვის და თქვენთვისაც არ მეჩვენებინა!
ეს, ნეგოს ცეკვა, რომლის შემდეგაც მისმა დედამ ღნიშნა, რომ არც კი იცოდა თუ ნეგო ასე ცეკვავდა!
დღემ ძალიან ბედნიერად ჩაიარა, მშობლები დარჩნენ ჩვენთან და მოხატეს კვერცხები. მოვაწყეთ გამოფენა ბავშვების ნამუშევრების გვერდით
ყოველთვის ვერ ვახერხებთ, რომ გადატვირთული რეჟიმის ბოლოს ასეთი დასვენება მოვიწყოთ, მაგრამ ეს ის ბედნიერი დღეა, როცა თაზო და მერაბიკო გვასაჩუქრებენ თავისი მუსიკით და ყველა ბედნიერი ვართ!
ამ ჩვენს მხიარულებას ქალბ.ნატოც შემოესწრო, ჩვენი ნიცას ბებო.მღერის და უკრავს თაზო და მასთან ერთად მღერის მერაბიკო. ცეკვავენ ანანო და ნეგო..........
ნახეთ, ნახეთ რა მოსწავლეები მყავს! (მართალია სიმღერას მე არ ვასწავლი, მაგრამ მაინც...)
თქვენ სხვებიც უნდა ნახოთ, გპირდებით გაჩვენებთ !
( მე ტელეფონი მიჭირავს და ბოლომდე გაღიმებული ვიღებ კადრებს!)
18.02.2010
ეს მე და ნანა, როცა მინისტრმა დაგვაჯილდოვა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ 2009 – 2010 სასწავლო წელს განხორციელდა ტრენინგების პროგრამა "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში", რომლის ფარგლებშიც მასწავლებლებმა შექმნეს გაკვეთილის გეგმები და სასწავლო პროექტები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
ყველა მასალა განთავსებულია ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების საცავში http://www.lemill.net/ და პირად ბლოგებზე.
სულ გადამზადდა 3800 პედაგოგი। მათგან 20 საუკეთესო ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსის ავტორი მასწავლებელი, დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სიგელებით დააჯილდოვა. გარდა ამისა, ისინი დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. ორი საუკეთესო პროექტის ავტორი კი ევროპული სასკოლო ქსელის 24-ე საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრება, რომელიც ლონდონში 2-დან 7 მარტის ჩათვლით გაიმართება.
გული დამწყდა ლონდონში მე რომ არ წავედი... არადა ხომ გეტყოდით გაცნობისას -"ელენე, ლონდონში ვსწავლობდი!" და ხელსაც სანდროსავით ჩამოგართმევდით...