არქივი

четверг, 15 апреля 2010 г.

აპრილი არასაგაკვეთილო სიტუაცია



ყოველთვის ვერ ვახერხებთ, რომ გადატვირთული რეჟიმის ბოლოს ასეთი დასვენება მოვიწყოთ, მაგრამ ეს ის ბედნიერი დღეა, როცა თაზო და მერაბიკო გვასაჩუქრებენ თავისი მუსიკით და ყველა ბედნიერი ვართ!







ამ ჩვენს მხიარულებას ქალბ.ნატოც შემოესწრო, ჩვენი ნიცას ბებო.მღერის და უკრავს თაზო და მასთან ერთად მღერის მერაბიკო. ცეკვავენ ანანო და ნეგო..........

ნახეთ, ნახეთ რა მოსწავლეები მყავს! (მართალია სიმღერას მე არ ვასწავლი, მაგრამ მაინც...)

თქვენ სხვებიც უნდა ნახოთ, გპირდებით გაჩვენებთ !

( მე ტელეფონი მიჭირავს და ბოლომდე გაღიმებული ვიღებ კადრებს!)



18.02.2010
ეს მე და ნანა, როცა მინისტრმა დაგვაჯილდოვა



მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ 2009 – 2010 სასწავლო წელს განხორციელდა ტრენინგების პროგრამა "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში", რომლის ფარგლებშიც მასწავლებლებმა შექმნეს გაკვეთილის გეგმები და სასწავლო პროექტები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

ყველა მასალა განთავსებულია ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების საცავში http://www.lemill.net/ და პირად ბლოგებზე.

სულ გადამზადდა 3800 პედაგოგი მათგან 20 საუკეთესო ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსის ავტორი მასწავლებელი, დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სიგელებით დააჯილდოვა. გარდა ამისა, ისინი დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. ორი საუკეთესო პროექტის ავტორი კი ევროპული სასკოლო ქსელის 24-ე საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრება, რომელიც ლონდონში 2-დან 7 მარტის ჩათვლით გაიმართება.


გული დამწყდა ლონდონში მე რომ არ წავედი... არადა ხომ გეტყოდით გაცნობისას -"ელენე, ლონდონში ვსწავლობდი!" და ხელსაც სანდროსავით ჩამოგართმევდით...

განათლების სამინისტროს ვებგვერდი


შეგიძლიათ აქაც ნახოთ დაჯილდოების ცერემონია, მართალია არ ვჩანვარ კარგად...

0 коммент.:

Отправить комментарий