არქივი

четверг, 20 января 2011 г.

წინასაახალწლო დღეები – ნინი ბუთხუზი


წინასაახალწლო დღეები ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოდგა. დედამ სუხიშვილების კონცერტზე წამიყვანა ფილარმონიაში. კონცერტზე, თუ წინა რიგებში მოგესურვებათ დაჯდომა 1 ბილეთის ფასი 30 ლარია. თუ უკანა რიგებში – 15–20 ლარი დაგიჯდებათ.

კონცერტი ძალიან საინტერესო  და სასიამოვნო სანახავი იყო. ცეკვებში შერწყმული იყო ძველი და ახალი სტილი. ჩემთვის საყვარელი ცეკვა, მაინც აჭარულია.

კონცერტს ესწრებოდნენ ცნობილი ადამიანებიც, მათ შორის სანდრა რულოვსი და დათო ევგენიძე.

ყველა აღტაცებული და აღფრთოვანებული იყო  კონცერტით. მხურვალე ტაში არ ცხრებოდა მთელ დარბაზში

მე ბედნიერი წამოვედი კონცერტიდან და თქვენც გირჩევთ ნახოთ მათი ცეკვები. ტელევიზორში ნანახი და დარბაზში ნანახი შთაბეჭდილება მთლად განსხვავდება ერთმანეთისგან.

0 коммент.:

Отправить комментарий