არქივი

среда, 6 октября 2010 г.

ექსკურსია


მარშრუტი: გორი-ბოდბე - ნუკრიანი - სიღნაღი - გორი

სოციალური ქსელები რომ პოპულარულია ყველამ ვიცით და ვნახეთ facebook -ზე რომ ნუკრიანში სახალხო რეწვის ფესტივალი იმართებოდა,  იქნებოდა კულინარიის ნიმუშები, ფოლკლორი და ბავშვთა ნახატების გამოფენა და ა. შ...  ... და წავედით... ამინდი იყო სასწაულად კარგი....

გორიდან გავედით დილის ცხრის ნახევარზე, დაახლოებით 18 მოსწავლე და ამდენივე მშობელი, ორიც მასწავლებელი...  თადარიგიანმა მშობელმა ბოდბეში დარეკა და რიგი დავიკავეთ წყალში ჩასვლისთვის (რა აღარ ხდება ამ დალოცვილ საქართველოში, ქართლიდან კახეთში რიგი დავიკავეთ).  

12-ის ნახევარზე უკვე წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში ვიყავით.

 









წყაროზე ბილიკი მონასტრის უკნიდანაც ჩადის, მაგრამ ჩვენ დაგვხვდნენ ავტობუსით (ჩვენ ხომ დარეკილი გვქონდა (ღიმილისსიცილაკი)) და ავტობუსით ჩაგვიყვანეს წყაროზე.  რიგიც დაკავებული იყო და უპრობლემოდ დავიწყეთ შესვლა...მაგრამ როოგორც აღმოჩნდა 11 წლამდე არ უშვებდნენ და დაისიეს თვალები ტირლით ბავშვებმა. შემდეგ კი დართეს ნება და ჩაიცვეს სახლიდან საგულდაგულოდ წამოღებული შეკერილი კვართები.









ბოდბედან ნუკრიანში წავედით, ფესტივალი 13  სთ-ზე იწყებოდა ...  ბევრ ადამიანს მოეყარა თავი სკოლის ეზოში: წვამდნენ მწვადებს, მღეროდნენ, უკრავდნენ. გამოფენილი ჰქონდათ თექის ნამუშევრები, ბავშვების ნახატები. სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე "მგზავრების" სიმღერას მღეროდნენ 15-16 წლის ბავშვები, ჩონგურის, გიტარის , ტამტამის თანხლებით - ჩვენ ვიცეკვეთ, რათქმაუნდა .


რომ არ ველოდით კახეთში გორელები ვნახეთ. ფესტივალზე ყოფილან მიწვეულები "ხრიტონის" საჩვენებლად. ხრიტონი რა არის და ძველი საბრძოლო ხელოვნებაა.







ნუკრიანის ფესტივალიდან სიღნაღში წავედით. ულამაზესია სიღნაღი, შემოდგომის ფერებში თანაც...ალაზნის ველი, ხელისგულივით გადაშლილი ზემოდან, უსაშველო  სივრცე და გარინდება....










სიყვარულის ბაღი, მწვანე კოინდარი და ანა კალანდაძის ლექსები...

ბედნიერები იყვნენ ბავშვები, თვითონაც უხაროდათ ეს ყველაფერი, თავი მოსწონდათ და მეც მაბედნიერებდა...


ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ....ბავშვები...




1 коммент.:

Анонимный комментирует...

elene maswavlebelo dzalian lamazi xart da dzalian miyvarxart nini butxuzi ...

Отправить комментарий