ჩემი ნანატრი ოცნება ამიხდა და ახალ წელს შევხვდი დედასთან ერთად თბილისში. ღამით გავედით რუსთაველზე. იქაურობა ათასნაირი ფერებით იყო მორთულ–მოკაზმული. ვიჯექისახელდახელოდ გამართულ ატრაქციონებზე.
12 საათის შემდეგ ჩემი პატარა დეიდაშვილისთვის გამოვიძახეთ თოვლის ბაბუა. თოვლის ბაბუამ არამარტო პატარა გაახარა, არამედ ჩვენც დიდი სიხარულით შევხვდით და უფროსებშიც დიდი მოწონება დაიმსახურა.
ის მოულოდნელად ფანჯრიდან შემოვიდა, ისეთი დიდი იყო, რომ მე კიდევაც ვინერვიულე არაფერი დაშავებოდა. ხმაც ნამდვილი თოვლის ბაბუასი ჰქონდა. ჩვენ ერთად ვიცეკვეთ, ვიმღერეთ და ვიმხიარულეთ...მასთან ერთად ვიმეორებდით თოვლის ბაბუას გამოთქმებს და მოძრაობებს. ამაში ყველა ჩართული ვიყავით – პატარებიც და დიდებიც...
ჩემი დეიდაშვილისთვის ეს პირველი ახალი წელი იყო და ის ძალიან ბედნიერი გრძნობდა თავს. თოვლის ბაბუას გვერდიდან არ სცილდებოდა და კიდევაც გაეტირა, როცა თოვლის ბაბუა დაგვემშვიდობა...
მე მჯერავს ეს წელი ასეთივე ბედნიერი იქნება ჩემი ოჯახისთვისაც და მთელი საქართველოსთვისაც.
четверг, 20 января 2011 г.
ჩვენთვის სასარგებლო ბმულები
- ახალი საგანმანათლებლო ქართული კომპიუტერული თამშები
- ჩავაცვათ გოგონებს მოდურად! მოვაწყოთ ოთახი, გამოვაცხოთ ტორტი და კიდევ ბევრი სხვა გასართობი..
- ეს მათემატიკაა!
- მათემატიკური თამაში, ძალიან სახალისო და საინტერესო! ირჩევ თევზს ან წყლის სხვა ბინადარს და მისი დაწინაურებისთვის წყალში - ხსნი მაგალითებს ... (მანამდე აირჩიე რა სირთულის მაგალითები გინდა)
- childtopia გაქართულდა! ნახეთ აუცილებლად! 7. 04. 2009
- სასწავლო დანიშნულების ინტერაქტიული კომპიუტერული აქტივობები დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის.
3 коммент.:
დაგიდეთ ფოტოები, თუ როგორ შეგიძლიათ ბლოგზე კომენტარის დატოვება... ველოდები თქვენს ჩანაწერებს, ბავშვებო, მშობლებო და ყველა მსურველო...
namdvilat dzalian kargad chans sheni emocia k o ch a g. kvelani dzalian mikvarxart nini butxuzi .............................................................................
ეს ალბად ძალიან სახალისო იყო!! კიდევ გისურვებ ასეთი ბედნიერი ახალი წლის გატარებას!!:*:*
Отправить комментарий